მდიდარი საქმოსანის ვაჟი ზურა მოიპარავს მამის მეგობრის მანქანას, რათა შთაბეჭდილება მოახდინოს კლასელებზე. ამ ფაქტის გაგების შემდეგ სკოლის დირექტორი მას ველო შეჯიბრიდან მოხსნის. ზურას მამა მოახერხებს მის გადარწმუნებას და შვილს ჩემპიონობასაც მოუტანს. კლასელებმა იციან, რომ ზურამ დაუმსახურებლად გაიმარჯვა, მაგრამ ისინი ვერაფერს აკეთებენ. მხოლოდ შეყვარებული ხათუნა და მეგობარი ლექსო გააპროტესტებს ამ ფაქტს. ყველაფერი ავტოკატასტროფით მთავრდება, სადაც ლექსო იღუპება. ზურას მამა ისევ ცდილობს შვილს სასჯელი ააცილოს, მაგრამ ამჯერად თავად ზურაა წინააღმდეგი.
რეჟისორი
ნანა ღოღობერიძე
მსახიობები
ზურა ყიფშიძე, გაგა ფიფია, თამარი ვარდანაშვილი
ქვეყანა საქართველი
სტუდია
ქართული ფილმი
1972 │ მხატვრული ფილმი │ Geo │ 66 min │ 12+
თამარი ვარდანაშვილი
მსახიობი