მოხუცი ლუკა ოცნებობს თავის ბაღში იშვიათი მსხლის ნერგების დარგვაზე, რათა წლების შემდეგ მისი საყვარელი შვილიშვილი, კახა , მისი ნაყოფით დატკბეს. ნერგების მოსაპოვებლად რთულ გზაზე ლუკა კახას ცხოვრებისეულ გაკვეთილებს აძლევს.
მოხუცი ლუკა ბაბუა ხეხილის ბაღის განახლებას გადაწყვეტს და შვილიშვილთან ერთად მსხლის იშვიათი ჯიშის — ხეჭეჭურის ნერგების საშოვნელად შორ გზას დაადგება. მოხუცის ახირება ბევრს გაუკვირდება, რადგან ლუკამ კარგად იცის, რომ ხეჭეჭურის ნაყოფს თავის სიცოცხლეში ვეღარ მოესწრება. ბაბუა და შვილიშვილი ნერგებს იშოვიან, მაგრამ მათ სახლში მიტანა არ უწერია — გზაში ჭკნობას იწყებენ. ლუკა ნერგების ნაწილს გზის პირას ჩარგავს, დანარჩენს კი მოცურებული მანქანის გადასარჩენად გაწირავს — ბორბლებქვეშ ჩაუყრის და მანქანას ხრამში გადაჩეხვისგან იხსნის.
დირექტორი
რეზო ჩხეიძე
მსახიობები
რამაზ ჩხიკვაძე, მიშიკო მესხი, მერი ქორელი, სესილია თაყაიშვილი, კახი კავსაძე
ქვეყანა
ქართული
სტუდია
ქართული ფილმი
1972 │ კომედია │ Geo │ 99 min │ 16+
სესილია
თაკაიშვილი
მსახიობი