ბუბა
ბუბა — რეჟისორ ნუცა ღოღობერიძის დოკუმენტური ფილმი, რომელიც გადაიღო გერმანიაში 1930 წელს ფილოსოფიის ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ. ფილმის სახელწოდება მყინვარ ბუბას უკავშირდება. მასში აღწერილია რაჭველთა როგორც ყოფა-ცხოვრებისა და ტრადიციების ამსახველი ეპიზოდები, ისე მეწყრული პროცესები, ქვათაცვენა, წყალდიდობა, ხე-ტყის მოპოვება. ფილმი მოგვითხრობს ასევე იმაზე, თუ როგორ ყალიბდებოდა შოვი საკურორტო ზონად.სიუჟეტის მიხედვით, რაჭაში ჩასული მოგზაური იწყებს ამ კუთხის გაცნობას. ფილმი ხუთი ნაწილისაგან შედგება. ყოველ ნაწილს თან ახლავს შესაბამისი ეპიზოდის მოკლე შინაარსი.ფილმის ოპერატორია სერგეი ზაბოზლაევი, მხატვარი - დავით კაკაბაძე, ხანგრძლივობა - 45 წუთი. ფილმი "სახკინმრეწვის“ პროდუქტია.ნუცა ღოღობერიძე პირველი ქართველი ქალი რეჟისორია, ხოლო "ბუბა" მისი პირველი ნამუშევარი, რომელიც საბჭოთა რეპრესიებამდე და გადასახლებამდე გადაიღო. დოკუმენტური ფილმი მაშინვე აიკრძალა, მოგვიანებით კი აკრძალეს მისი 1933 წელს გადაღებული ფილმი "უჟმურიც“.